"რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რითაც სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
„ყოველ ჯერზე ვსაუბრობთ და ახლაც ვაგრძელებთ იმის თქმას, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადასაჭრელად ავირჩევთ და მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გადაწყვეტილებებს, ამიტომ ლავროვის განცხადებები წარმოადგენს მანიპულაციას და სავარაუდოდ მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას. ჩვენ უნდა ვკითხოთ ლავროვს, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმავე პრინციპს“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩაითვლება დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსი სამხედროებისადმი საფრთხის შემცველად, კრემლის მიერ რუსეთზე თავდასხმად იქნება აღქმული.