ლადო კახაძე მზადაა, კოვიდსაწინააღმდეგო პირველი ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს და ამასვე მოუწოდებს საპატრიარქოს წარმომადგენლებს.
„იქნებ პირველი ვაქცინაციის დროს, არამხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, ვაქცინაციის ნდობის ასამაღლებლად, გავაკეთოთ ინიცირება. პირადად მე მზად ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, როგორც ასაკითა და როგორც დარგის სპეციალისტმა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო. ვთხოვ, ვინც არის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და არასამთვარობო სექტორიდან... დიდი მოკრძალებითა და ქედის მოხრით მივმართავ საპატრიარქოს, თითოეული მათგანის რწმენისა და მათი გავლენის ადამიანის რწმენაზე, პირველი ვაქცინაციის დროს, სახალხოდ ერთად გავიკეთოთ, რათა ადამიანებს მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა“, - განაცხადა ლადო კახაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.