სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რომელიც მუშაობდა აჭარის რეგიონში მდებარე ორ სასწავლო დაწესებულებაში ბუღალტრის თანამდებობაზე, სახელფასო უწყისების მანიპულირებით, ხელოვნურად იზრდიდა მისაღები ხელფასის ოდენობას, რა გზითაც, იგი 2019-2021 წლებში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 41 543 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.