ომის შესწავლის ინსტიტუტის თანახმად, უკრაინა ხერსონში რუსეთის ლოგისტიკისა და საკვანძო პოზიციებზე შეტევას განაგრძობს.
ISW ასევე იუწყება, რომ მაშინ, ვლადიმერ პუტინის ბრძანება დონეცკის ოლქის 15 სექტემბრამდე დაპყრობაზე, არარეალურ მიზნად რჩება. ISW წერს, რომ უკრაინა აგრძელებს ხერსონზე კონტრშეტევას.
- ამერიკული ინსტიტუტის ძირითადი დასკვნები ასეთია
უკრაინული ძალები აგრძელებენ რუსეთის საკვანძო პოზიციებზე დარტყმას ხერსონის რეგიონში, სამხრეთ უკრაინაში მიმდინარე კონტრშეტევის მხარდასაჭერად.
უკრაინული ძალები ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილში, ოთხი თავდასხმის ხაზზე იბრძვიან და ამას რუსი სამხედრო ბლოგერებიც ადასტურებენ.
რუსეთის ჯარებმა სახმელეთო დარტყმები განახორციელეს სლოვიანსკის ჩრდილო-დასავლეთით, ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით და დონეცკის ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით.
გრძელდება რუსეთის მე-3 არმიის კორპუსის ფორმირება დონბასში განლაგების მიზნით.
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად აცნობიერებს მათ უუნარობას, წარმატებით ჩაატარონ ყალბი რეფერენდუმი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამხედრო წარუმატებლობისა და უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის გაგრძელების გამო.