უკრაინა: მიკოლაივის რეგიონში რუსული დრონი ჩამოაგდეს

საჰაერო სარდლობა „სამხრეთი“ მიკოლაივში რუსული დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება.

„დაახლოებით 09:00 საათზე, უკრაინულმა საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა მიკოლაივის ოლქის თავზე ჩამოაგდო დრონი Kartograf-ი, რომელიც რუსული მრავალფუნქციური უპილოტო საჰაერო სისტემების - Ptero-ს ოჯახიდანაა“, - აღნშნულია ინფორმაციაში.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დამცველებმა ბოლო დღის განმავლობაში102 დამპყრობელი, საბრძოლო მასალის ხუთი საცავი გაანადურეს.