ერდოღანმა კორუფციული სკანდალის გამო, მრჩეველი გაათავისუფლა - Bloomberg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მისი ერთ-ერთი უფროსი მრჩეველი სერქან თრანოღლუ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

საუბარია კორუფციულ სკანდალზე, რომელშიც Bloomberg-ის ინფორმაციით, შესაძლოა, თურქეთის ლიდერის გარემოცვის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

ერდოღანმა ხსენებული გადაწყვეტილება იმ დღეს მიიღო, როცა თურქეთის ოპოზიციურმა პარტიებმა კორუფციული სქემის გამოძიების მოთხოვნით, კოლექტიური სარჩელი მოამზადეს.

თურქეთის პროკურატურას ჯერ არ გადაუწყვეტია, დაიწყოს თუ არა გამოძიება.

მედია ვარაუდობს, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს, ერდოღანზე ზეწოლა შესაძლოა, გაიზარდოს.