უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის მთავრობამ რუსეთისა და ბელორუსის 99 ფიზიკური და 178 იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა.

კიევის განმარტებით, სანქცირებული პირთა სიაში მყოფები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უწყობენ ხელს.

ამის შესახებ უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევი განმარტავს, რომ  უკრაინის მიერ დაწესებული ყველა შეზღუდვა, შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მიერ ერთდროულად არის შემოღებული.