ბავარიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

სამხრეთ გერმანიის ქალაქ, ბავარიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში FFP2 სტანდარტის პიბადის ტარება სავალდებულო ხდება. ინფორმაციას Welt-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილება მიუნხენში, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს. მთავრობა განმარტავს, რომ ეს პირბადეები ადამიანებს კორონავირუსისგან მეტად იცავს და მისი შეძენა ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი.

FFP2 სტანდარტის პირბადე არის დამცავი, რომელიც ხელს უშლის მტვრის, კვამლის, გაზების, სადეზინფექციო საშუალებების ორგანიზმში მოხვედრას. ის ადამიანს კორონავირუსისგანაც იცავს. FFP2 სტანდარტის პირბადეებს აქტიურად იყენებენ ექიმები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, FFP2 პირბადეს 60 წელს გადაცილებული ადამიანები და რისკჯგუფში შემავალი პირები უფასოდ მიიღებენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბავარიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გერმანიის მასშტაბით კი, ვირუსის 12 802 შემთხვევა გამოვლინდა და 891 კოვიდინფიცირებული გარდაიაცვალა.