დიდთოვლობის შემდეგ, ესპანეთი ცენტრალურ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცა. ამის შესახებ BBC წერს.
რეკორდულად დაბალი ტემპერატურა მადრიდის ჩრდილოეთით, მოლინა დე არაგონში დაფიქსირდა. უამინდობის გამო ქვეყანაში 7 ადამიანი დაიღუპა. ორი მათგანი ბარსელონაში მცხოვრები უსახლკაროები იყვნენ.
ადგილობრივი მედიის თქმით, დიდთოვლობამ ჩქაროსნული გზატკეცილებზე მანქანების მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
ხელისუფლებამ ხანდაზმულ მოქალაქეებს სახლში დარჩენის რეკომენდაცია გასცა.