თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ კვირას ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„ბოსნია-ჰერცეგოვინაში არსებული ვითარება იქნება ჩვენი დღის წესრიგის სათავეში. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ ახალი კონფლიქტი ბალკანეთის შუაგულში", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ჩავუშოღლუ ბელგრადში ორდღიანი ვიზიტით პირველ სექტემბერს ჩავიდა.