3 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს.4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.