უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, თავის „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა, რომ 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე „ბაირაქტარის“ უპილოტოებმა, რომლებსაც უკრაინული მხარე იყენებს, სამ დღეში $ 26,5 მილიონის რუსული ტექნიკა გაანადგურეს.
მისი თქმით, განადგურდა შემდეგი ტექნიკა:
- 8 ტანკი Т-72 - თითოს ღირებულება $3 მილიონი;
- 2 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „აკაცია“ (თითოს ფასი $1,6 მილიონი);
- ბრონიტრანსპორტიორი (ფასი $600 ათასი);
- ჰაუბიცა ( ფასი $300);
„ჩვენი ჯარისკაცების ხელში თურქული „ბაირაქთარები“ ქმედითი და ძლიერი იარაღია! ერთ-ერთი მოწყობილობა მეგობარი ლიეტუვის დახმარებაა", - წერს ზალუჟნი.