რუს ოკუპანტებთან, ეფექტურად ბრძოლისთვის ლიეტუვა უკრაინისთვის, პოლონეთის წარმოების 37 კამიკაძე დრონს შეისყიდის. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვუდას ანუშაუსკასმა Twitter-ზე დაწერა.
„Legion Of Boom-ის მიერ მოზიდული თანხების ნაწილი (1000 000 ევრო) ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გადაეცემა და გამოყენებული იქნება პოლონეთსგან 37 კამიკაძე დრონების შესაძენად. შემდეგ კი დრონები უკრაინაში გაიგზავნება“, - წერს არვუდას ანუშაუსკასი.