ლიეტუვამ უკრაინისთვის გადასაცემად უპილოტო საფრენი აპარატები იყიდა

ლიეტუვის ხელისუფლებამ უკრაინისთვის ახალი თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა. მათგან ოთხს უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე მიიღებს. ამის შესახებ ტელეწამყვანმა და საზოგადო მოღვაწემ ანდრიუს ტაპინასმა Twitter-ზე დაწერა. 

"ჩვენ ახლახან შევიძინეთ კიდევ ოთხი თანამედროვე ესტონური წარმოების EOS C VTOL სადაზვერვო საფრენი აპარატი, რომლებსაც Magyla ვუწოდეთ. შესყიდვის ჯამური ღირებულებაა 990 000 ევრო “, - ნათქვამია განცხადებაში.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უახლოეს მომავალში ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გადაეცემა, ორ თვეში კიდევ ორი.