დონალდ ტრამპი: ჩვენ არ გვსურს ძალადობა

დონალდ ტრამპმა, აშშ-მექსიკის საზვართან გამგზავრებამდე კომენტარი გააკეთა რამდენიმე დღის წინ, კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ არ გვინდა და არასდროს გვინდოდა ძალადობა", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის მოქმედმმა პრეზიდენტმა დაგმო დემოკრატების მიერ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი.

ტრამპის თქმით, იმპიჩმენტი არის პოლიტიკის ისტორიაში კუდიანებზე უდიდესი ნადირობის გაგრძელება.

დონალდ ტრამპის თქმით იმპიჩმენტი „აშშ-ს უდიდესი საფრთხის და აგრესიის წინაშე აყენებს“.