აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ ზემძიმე მზიდი რაკეტა SLS-ის სტარტი, რომელსაც ხომალდი Orion-ი მთვარისკენ უნდა წაეყვანა, ხუთ დღეში მეორედ გადადო.
ახალი სავარაუდო სტარტის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა, YouTube-ზე ღონისძიების ოფიციალურ ტრანსლაციას ახალი თარიღად 5 სექტემბერი აქვს მითითებული. NASA-მ აღიარა, რომ SLS-ის სტარტი შესაძლოა, ოქტომბრამდე გადაიდოს.
მანამდე SLS-ის გაშვება 29 აგვისტოს იყო დაგეგმილი. რაც SLS-ის პირველი ეტაპის ცენტრალური ბლოკის ერთ-ერთ ძრავთან შესაძლო პრობლემების გამო გაუქმდა.