ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისშია. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„მოხარული ვარ თბილისში ყოფნით, რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად. უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის“, – წერს ანა ფოტიგა.
ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოველ ვიზიტს პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, საქართველოს დიდი მეგობრის, ლეხ კაჩინსკისთვის პატივის მიგებით იწყებს, რომელსაც რუსული საფრთხეები ძალიან კარგად ესმოდა.
რაც შეეხება თბილისში ვიზიტის მიზეზს, ფოტოგა წერს, რომ საქართველოში რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად იმყოფება.