უკრაინული მედიის ცნობით, დნეპროპეტროვსკის ოლქში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 9 წლის ბიჭი დაიღუპა, 10 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
ინფორმაციას მედია ადგილობრივ მაღალჩინოსანზე ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილია, რომ რუსეთის ჯარმა ზელენოდოლსკის დასახლებაზე მიიტანა იერიში. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ათამდე მაღალსართულიანი კორპუსი, ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის შენობა, საბავშვო ბაღი და მაღაზია.