აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტმა სამხრეთ ნაწილში უკრაინული ძალების მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევა მიზანმიმართულ მეთოდურ ოპერაციას ითვალისწინებს რუსული ძალებისა და ლოგისტიკის დეგრადაციის მიზნით და არა ტერიტორიების დაუყოვნებლივ აღებას.
ომის შესწავლის ინსტიტუტის შეფასება ემთხვევა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის სიტყვებს, რომ სამხრეთში უკრაინული ძალების ამჟამინდელი მიზანი არის რუსეთის „სისტემური დაფქვა“.
„შეიარაღებული ძალები ეტაპობრივად ანადგურებენ რუსეთის ოპერატიული ლოგისტიკური მომარაგების სისტემას საარტილერიო და ზუსტი იარაღის დარტყმებით“, - წერს ამერიული ინსტიტუტი.
„სწორედ ამიტომ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკამ დადებითი შეფასება მიიღო ბრიტანული დაზვერვისგან - მათ შაბათს განაცხადეს, რომ ჯარებმა მიაღწიეს ტაქტიკურ სიურპრიზს. ფრონტზე ოკუპანტები შესაძლოა, არჩევანის წინაშე დადგნენ - რომელი მიმართულებით გადაიყვანონ ჯარები“, - ნათქვამია ანგარიშში.