ნატო თურქეთს ტერორიზმთან ბრძოლაში საკმარისად არ ეხმარება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ევროკავშირისა და ნატოს უსაფრთხოება ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებზე იწყება. ნატოს ფარგლებში ტერორიზმთან ბრძოლაზე უარი არასდროს გვითქვამს. რატომ გვტოვებენ NATO-ს ქვეყნები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო? თურქეთის გარდა, ვინ ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს?“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
„იარაღით დატვირთული ათასობით სატრანსპორტო საშუალება ტერორისტულ დაჯგუფებებს გაუგზავნეს. მათ კი ჩვენ წინააღმდეგ დაიწყეს ომი ამ შეიარაღების გამოყენებით. ჩვენ, როგორც NATO-ს წევრი სახელმწიფო, მათ ვებრძვით და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.