„პოლიტიკაში მე მოვედი იძულებით, იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდებოდა. პოლიტიკა არ იყო ჩემთვის სასურველი და ჩემი ხელწერით, ამ ხნის განმავლობაში დავასაბუთე რომ, არ თვალვმაქცობდი და არ არის ეს ჩემთვის სასურველი და საყვარელი პროფერსია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის პირდაპირ ეთერში.
„2011 წელს, მე როცა მოვედი ხელისუფლებაში, გავაკეთე განცხადება, რომ ვიქნებოდი პოლიტიკაში იმდენ ხანს, სანამ არ გავისტუმრებდი მოძლადე ხელისუფლებას და ამის შემდგომ მეც დავტოვებდი იმ თანამდებობას, რომელიც მექებოდა.
მე, რა თქმა უნდა, ჩემი დანაპირები შევასრულე და დანაპირების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ პოლიტიკა არ იყო ჩემთვის სასურველი და ჩემი ხელწერით, ამ ხნის განმავლობაში დავასაბუთე რომ, არ თვალვმაქცობდი და არ არის ეს ჩემთვის სასურველი და საყვარელი პროფერსია.
მე მოვედი იძულებით, იმიტომ რომ სჭირდებოდა ქვეყანას. ვაცხადებდი, მოვალ, მოძალადეებს გავუშვებ და წავალ. მე პოლიტიკაში დამრჩენი არა ვარ. მართლაც ასე გავაკეთე. პრემიერობიდან ერთი წლის შემდგომ, პრეზიდენტსაც დაუმთავრდა თავისი ვადა, წავიდა და მეც გადავდექი. როგორც დავპირდი საზოგადოებას.
თუ გაიხსენეთ, საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ ბევრი კითხვა იყო - როგორ პოზიციებს დავიჭერდი წასვლის შემდგომ, ვიტოვებდი თუ არა პასუხისმგებლობას გუნდზე. გამოკვეთილად ვამბობდი, რომ პასუხისმგებლობას ვიტოვებ არსებულ გუნდზე. ვამბობდი, რომ პოლიტიკაში არ დავბრუნდები, თუ ამის საჭიროება არ იქნება, მაგრამ მესამე ჩაკითხვაზე და უფრო გვიან, აუცილებლად ვპასუხობდი, თუ აუცილებელი გახდა, პოლიტიკაში დავბრუნდები, რათა არ დავანგრიოთ მიღებული შედეგი.
ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობდი, რომ რჩევებს მივცემ გუნდს და დავეხმარები კიდეც. რასაც ვამბობდი, იმას ვაკეთებდი, ეს მჩვევია. ოპონენტები ამას ვერ შეეგუენ და რაღაცებს იგონებდნენ, მაგრამ არაფერი ამით არ დამირღვევია. ამასაც არ ეწოდებოდა არაფორმალური, რადგან რჩევების მიცემა არავის აუკრძალავს, თანაც გუნდისთვის. გუნდს მე ღიად ვეხმარებოდი და მხარს ვუჭერდი არჩევნების დროსაც, სატელევიზიო გადაცემებში ვმონაწილეობდი, ვახასიათებდი მათ, ვაქებდი შესაქებს, კონკურენტებს ვაკრიტიკებდი და ა.შ.
ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიყავი „ქართული ოცნების“ და მქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ გუნდი გაძლიერებულიყო, ის თამასა დაეჭირა, რაც ჩვენ დავაწესეთ. მისვამდნენ კითხვებს, თქვენ ზედმეტი გავლენა გაქვთ, არაფორმალურად მართავთ. მუდამ ვახსენებდი საზოგადოებას და დღესაც გავიხსენებ, რასაც ვამბობდი - მაქვს ჭარბი ნდობა საზოგადოების და ეს არის ჩემი ძირითადი კოზირი. სხვა რესურსი არანაირი არ გამაჩნია.
ის, რაც საზოგადოებისგან გამაჩნია, საზოგადოებასვე მინდა მოვახმარო, თუ ხელისუფლებაში ვინმე თამაშის წესებს დაარღვევს, იქნება კორუფცია, იქნება გადაჭარბებული ძალის გამოყენება ან რაღაც მსგავსი, რაც მიუღებელია „ქართული ოცნების“ ხელწერისთვის, ხმას ამოვიღებ. ანგარიშს მიწევდნენ, რადგან იცოდნენ, რომ არ გავჩერდებოდი. ასე ვახასიათებდი მაშინდელ ჩემს პოზიციას, რომ მე ვიყავი მომართული, აქტიური დამხმარე და მხარდამჭერი „ქართული ოცნების“, მაკონტროლებელიც და მაკრიტიკებელიც, თუ გნებავთ. არ ვმალავდი, თუ ჩვენი რომელიმე ჩინოვნიკი არ მოიქცევა ისე, როგორც ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, წარსულსა და ისტორიას შეეფერება, მე არ გავჩერდები. სწორედ ამას ეძახდნენ დაჟინებით ოპონენტები არაფორმალურს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.