ლაშა ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90კგ) ტატამზე დაბრუნება, ავსტრიის ქალაქ ობერვარტში გამარჯვებით აღნიშნა.

ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია.

ბექაურმა ფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი დაამარცხა

შეჯიბრზე კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა, ვლადიმერ ახალკაცმა (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი 2021 წლის 28 ივლისს გახდა. ტოკიოდან დაბრუნების შემდეგ, სპორტსმენმა ტრავმის გამო, რამდენიმე შეჯიბრზე გამოსვლა ვერ შეძლო.