ოფიციალური პირის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში მდებარე სოფელი ვისოკოპოლე გაათავისუფლეს

უკრაინული მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამხედროებმა კონტრშეტევის შედეგად, ხერსონის ოლქში მდებარე სოფელი ვისოკოპოლე გაათავისუფლეს.

ხერსონის ოლქის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ განაცხადა, რომ „ვისოკოპოლე უკრაინაა“.

მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში მდებარე სოფელი ვისოკოპოლე გაათავისუფლეს

ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია უკრაინის გენერალურ შტაბს.

„რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს.

ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ.