Bloomberg-ის ცნობით, დღეს სინგაპურში, Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამართლებრივი დავა იწყება. ბიძინა ივანიშვილი მიყენებული ზარალის გამო, $800 მილიონს ითხოვს.
გამოცემა წერს, რომ ივანიშვილი, სასამართლო პროცესზე ჩვენებას საქართველოდან ვიდეოჩართვის საშუალებით მისცემს.
რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის შტატში იმავე ბანკთან ექვსწლიანი დავა მოიგო. ივლისის ბოლოს კი ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილი კომპანია Credit Suisse Life-ს ივანიშვილისთვის 607,35 მილიონი დოლარის გადასახდელად 42 დღე მისცა.
სექტემბრის სარჩელი ეხება Credit Suisse-ის კიდევ ერთ შვილობილი კომპანია Credit Suisse Trust-ს, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული.
სარჩელი სინგაპურში ხუთი წლის წინ დაწყებული სასამართლო პროცესის ნაწილია. პატრის ლესკოდრონი, ყოფილი ბანკირი, 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის თითქმის ათწლეულის სქემისთვის, რომელშიც მან გააყალბა ხელმოწერები, რათა დაეშვა არაავტორიზებული ტრანზაქციები მისი კლიენტების ანგარიშებზე და თავიდან აეცილებინა მზარდი ზარალი. ივანიშვილი მისი ყველაზე მსხვილი კლიენტი იყო, რომელთანაც Credit Suisse-მა დააარსა საინვესტიციო კომპანიები სინგაპურში, ბერმუდასა და ახალ ზელანდიაში.
Credit Suisse დღემდე ამტკიცებს, რომ ლესკოდრონი ბანკისგან დამოუკიდებლად და ფარულად მოქმედებდა.