ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.

სამარშუტო ტაქსიში, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, დაახლოებით 22 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. მგზავრთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. ამასთან, რამდენიმე დაშავებულის სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო.