უკრაინა 12 ქართველისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს

ვებგვერდზე „უკრაინა და სანქციები“ გამოქვეყნდა იმ პირთა სია, რომლებისთვისაც უკრაინა სანქციების დაწესებას მოითხოვს. ახალი სია, რომელშიც 12 ქართველია საერთაშორისო ექსპერტების სანქციების ეფექტურობის ჯგუფმა შეადგინა. ამ პროექტს მხარს უჭერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო. სანქციების დაწესების მიზეზად უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის მხარდაჭერა სახელდება.

ვებგვერდზე „უკრაინა და სანქციები“ უკრაინული მხარე სანქციების დაწესებას შემდეგი პირებისთვის ითხოვს: 

  • ლევან ვასაძე - ბიზნესმენი (შპს PROMETHEUS CAPITAL-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; შპს PET RETAIL-ის თანადამფუძნებელი;
  • ოთარ ფარცხალაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი 2013 წლის ნოემბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე;
  • სულხან პაპაშვილი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი. ამჟამად გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა; 
  • დავით ხიდაშელი - ბიზნესმენი;
  • ივანე ჩხარტიშვილი - შპს Eurasian Invest-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, Smart Capital Management-ის ბენეფიციარი;
  • ტიტე მამაცაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ნათესავი და შპს GEO ORGANIKS-ის თანადამფუძნებელი 2022 წლის 2 ივნისამდე; 
  • უჩა მამაცაშვილი - ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, ბიზნესმენი;
  • გიორგი კაპანაძე - გენერალური დირექტორი: შპს GEO ORGANICS; შპს "GEO-MED"; OOO GEO-VED თანადამფუძნებელი: OOO OV LIMITED  / OOO GEO-INNOVATSIYI-ის გენერალური დირექტორი; თანამფლობელი: OOO Georgian Manganez; შპს ვარციხე ჰესი;
  • ირაკლი რუხაძე - HUNNEWELL PARTNERS (დიდი ბრიტანეთი) UK LLP დამფუძნებელი;
  • ქეთევან ხარაიძე - ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი, GEOORGANICS LIMITED-ის დამფუძნებელი;
  • ალექსანდრე ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ძმა, GEOORGANICS LIMITED-ის დამფუძნებელი - 2022 წლის 20 იანვრამდე;
  • ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან - 2013 წლის 20 ნოემბრამდე;