სინგაპურში Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სასამართლო პროცესი სინგაპურში დღეს დაიწყო.
ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დღეს საქართველოდან ვიდეოჩართვის მეშვეობით მისცა. მან სასამართლოს განუცხადა, რომ Credit Suisse-სთვის მიმართვის ერთადერთი მიზანი იყო, რომ სურდა საკუთარი აქტივები დაეცვა. „მეგონა მოვედი ექსპერტთან, რომელსაც შეუძლია დაიცვას ჩემი კაპიტალი და ჩემი ოჯახი",- თქვა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, კავინდერ ბულის მიერ დღეს სასამართლოში წაკითხული განცხადების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse Trust-ის მეთვალყურეობის ქვეშ $1,1 მილიარდი განთავსდა. მისივე განმარტებით, Credit Suisse-სთან შუამავალი პირი იყო პატრის ლესკოდრონი, რომელმაც ტრასტის ინვესტიციების თაღლითური მართვა და ტრასტის ფონდების „მითვისება" ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო და ეს ბანკს დროულად უნდა შეემჩნია.
ივანიშვილის გამოთვლით, მისი დანაკარგი $1,27 მილიარდია, ტრასტის შეფასებით, კი ის $818,2 მილიონს შეადგენს.
სინგაპურში სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, სამი კვირა გაგრძელდება. საქმეზე განაჩენი ცნობილი მომავალი წლის დასაწყისში გახდება.
Bloomberg-ის მიხედვით, ამაჟამად ივანიშვილის ქონება $.5.62 მილიარდს შეადგენს.