უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას და მის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითხოვს, რათა თავიდან იყოს აცილებული რადიაციული კატასტროფა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP). ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის 194-ე დღეს, ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„რუსეთის მორიგი პროვოკაციული თავდასხმის გამო, ენერგოგადაცემის უკანასკნელი ხაზი დაზიანდა, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა.
მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთის პროვოკაციის შედეგად, ზაპოროჟიეს სადგურზე რადიაციულ კატასტროფამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვა ნიშნავს იმას, რომ ტერორისტი სახელმწიფოსთვის სულ ერთია, რას იტყვის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, მას არ აინტერესებს, რას გადაწყვეტს საერთაშორისო საზოგადოება.
რუსეთი დაინტერესებულია მხოლოდ იმით, რომ ვითარება მომავალშიც გაუარესდეს. ამის გამოსწორება მხოლოდ სანქციების გაძლიერებით და ყველაზე დონეზე რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.