რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა.
ნავალნის პირობითი სასჯელი და გამოსაცდელი ვადა „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისი საქმის ბარათი მოსკოვის სიმონოვსკის რაიონის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
თავად ნავალნიმ აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებული მისი გამოსაცდელი ვადა 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.
მოსკოვის სასამართლომ 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა კომპანია „ივ როშეს“ სახსრების მიტაცებაში დამნაშავედ ცნო. ალექსეი ნავალნის 3,5-წლიანი პირობითი სასჯელი და 5-წლიანი გამოსაცდელი ვადა,მის ძმას კი 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.