აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობას, რომ შეძლოს ჰქონდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატია., – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თბილისის საერთაშორისო კონფრენეციაზე „დიდება უკრაინას“ გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინის კონფლიქტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ცხოვრებას და ამ ჩარჩოში არ არის მხოლოდ უკრაინა ან მოლდოვა, არამედ მთელი რეგიონი და საქართველო ამის ნაწილია. უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ქართული კონტექსტით საუბარი მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. მნიშვნელოვანია საქართველომ დაინახოს, რომ საქართველოს მეგობრები, საერთაშორისო საზოგადოება სწავლობენ პრობლემას და ცდილობენ კრიზისის დასასრულებლად გზების გამოძებნას. საქართველომ ეს უკვე გაიარა და პრობლემის გადაწყვეტის ნაწილია. წლების განმავლობაში აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობას, რომ შეძლოს ჰქონდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატია", - განაცხადა დეგნანმა.
ამასთან, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა.