დემოკრატი კონგრესმენი აცხადებს, რომ ტრამპის დაახლოებით 4 ათასი მხარდამჭერი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ჩაშლას გეგმავს

„დემოკრატი“ კონგრესმენი, კონორ ლემბი აცხადებს, რომ 20 იანვარს დონალდ ტრამპის დაახლოებით 4 ათასი მხარდამჭერი აშშ-ის კონგრესის შენობის ალყაში მოქცევასა და ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ჩაშლას გეგმავს. „დემოკრატი“ კონგრესმენის თქმით, სამართალდამცველები ამ საფრთხეს სერიოზულად მიიჩნევენ და მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის ემზადებიან.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა კანონმდებლებისთვის ბრიფინგი გამართეს 20 იანვარს მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით.

„სამართალდამცველები ამბობენ, რომ 4 ათასი შეიარაღებული პირი კაპიტოლიუმის ალყაში მოქცევას აპირებს, რათა „დემოკრატებმა“ კონგრესის შენობაში შესვლა ვერ შეძლონ. ეს ორგანიზებული ჯგუფია, რომელიც ამის დაგეგმარებას ახორციელებს“, - განაცხადა კონგრესმენმა კონორ ლემბმა.

მედია გუშინ FBI-ზე დაყრდნონით იტყობინებოდა, რომ ვაშინგტონის მახლობლად შეიარაღებული მიტინგი იგეგმება.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.