საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სპეციალიზებული დანაყოფი - „კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“ შეიქმნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სპეციალიზებული დანაყოფის შექმნის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით, კიბერსივრცეში ჩადენილ დანაშაულთა მზარდი სტატისტიკა გახდა, რაც მათ შორის აქტიურად ვლინდებოდა პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებში.
კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამედროვე საგამოძიებო ორგანოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი გახდა და მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს პროკურატურის ახალ სამოქმედო გეგმაში.