ლას-ვეგასის კაზინოების მაგნატი, „რესპუბლიკელების“ დამფინანსებელი შელდონ ადელსონი გარდაიცვალა

ლას-ვეგასის კაზინოების მილიარდერი მაგნატი და პოლიტიკაში დამფინანსებელი შელდონ ადელსონი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტყობინება BBC. ის აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იყო. ის ასევე იყო ცნობილი კონსერვატიული მიზნებისა და ისრაელის მხარდაჭერით.

მან ასობით მილიონი დოლარით დააფინანსა „რესპუბლიკელები“ და კონსერვატიული ჯგუფები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მათ შორის 25 მილიონ დოლარზე მეტით დონალდ ტრამპი, რომელმაც 2018 წელს ადელსონის მეუღლეს გადასცა „თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი“.

შელდონ ადელსონი იმუნური სისტემის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.