უკრაინის უზენაესმა სასამართლომ პრორუსი ბლოგერის პარტია აკრძალა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პრორუსი ბლოგერის, ანატოლი შარის პარტია პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციასა და „ანტიუკრაინული პროპაგანდის“ გავრცელებაში დაადანაშაულა.

პარტია სასამართლომ ივნისში, რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამო აკრძალა, მოგვიანებით კი, საჩივარი  უზენაეს სასამართლოში შეიტანა.

ანატოლი შარის, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს, 2021 წელს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი სამშობლოს ღალატში. ის ესპანეთის ხელისუფლებამ მაისში, მცირე ხნით დააკავა და შემდეგ გაათავისუფლა. ის  ბრალდებას უარყოფს და მისი პარტიის აკრძალვას პოლიტიკურ დევნას უწოდებს.