უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელმაც ბრიტანეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრს ესაუბრა.
ზელენსკიმ ტრასი უკრაინაში მიიწვია.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბრიტანელ ხალხს უკრაინის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დახმარებისთვის.
მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობა უკრაინის აღდგენაში.
ასევე, რუსეთზე კოორდინირებული შემდგომი ზეწოლა, რომლის მიზანიც აგრესიის შეჩერება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაა. მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.