გორში, სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა. კომბინატის დასახლებაში დაკავებულია შუახნის კაცი, ის ბრალს არ აღიარებს.
"სპეცოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელსაც შსს მოგვიანებით გაასაჯაროებს", - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.