ბელგიის მთავრობამ COVID19-ის პრევენციის მიზნით, კარანტინის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიის პრემიერ-მინისტრის დადგენილებაზე დაყრდნობით The Brussels Times ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინის დროს იკრძალება კოლექტიური ღონისძიებები, რელიგიური მსახურება, შეზღუდულია სტუმრების მოწვევის რაოდენობა, დაკეტილია ბარები და რესტორნები.
ასევე დაწესდა შეზღუდვები სამგლოვიარო სარიტუალო მომსახურებაზე. მოქალაქეებისთვის არაა რეკომენდირებული საზღვარგარეთ გამგზავრება.
ძალაშია კომენდანტის საათი და დისტანციური მუშაობისა და სწავლის რეჟიმი.
გამოცემის ცნობით, თუ ვითარება გაუმჯობესდა, შეზღუდვები შესაძლოა დათქმულ ვადაზე ადრე დასრულდეს. 22 იანვარს საკონსულტაციო კომიტეტის სხდომა იგეგმება, სადაც სპეციალისტები ბელგიაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმსჯელებენ.