უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევას ხარკოვთან. დაუდასტურებელი, მაგრამ სარწმუნო ცნობების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან რუსული ძალების დიდ საყრდენს, ქალაქ ბალაკლეას ალყა შემოარტყეს. ამის შესახებ BBC წერს.
ბალაკლეას მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შესახებ, 6 სექტემბერს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გახდა ცნობილი.
ხარკოვის ფრონტზე არსებულ ვითარებაზე დუმს უკრაინისა და რუსეთის გენერალური შტაბი.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა გუშინ განაცხადა, რომ რუსულ ჯარებს „ერთ ქალაქში“ უსიამოვნო ვითარება ჰქონდათ.
BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის იკვეთება შემდეგი სურათი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაარღვიეს რუსული თავდაცვა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით - ბალაქლეას სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. ქალაქი ალყაშია და კონტროლზეა ბალაკლეას გასასვლელი აღმოსავლეთით.