ბრიტანული ფუნტი აშშ დოლართან, ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
დღეს შუადღის შემდეგ, ფინანსურ ბაზრებზე 1 ფუნტის ღირებულებამ $1,1407 შეადგინა. ასეთ დაბალ ნიშნულზე ფუნტი აშშ დოლართან მიმართებით ბოლოს 1985 წელს დაფიქსირდა.
2022 წელს ფუნტი აშშ დოლართან მიმართებით 15%-ით გაუფასურდა.
ბრიტანეთში ინფლაცია იზრდება და ანალიტიკოსები, რამდენიმე თვეში რეცესიას (ეკონომიკური ზრდის ვარდნა) პროგნოზირებენ.