აშშ-ის მთავრობამ 67 წლის განმავლობაში პირველად ქალი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიზა მონტგომერის სასიკდვილო ინიექცია ინდიანას შტატის ერთ-ერთ ციხეში გაუკეთეს.
საქმემ საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგან მონტგომერის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ბავშვობაში კი ძალადობის მსხვერპლი იყო. სიკვდილით დასჯა ორჯერ გადადეს - პირველად კორონავირუსის პანდემიის გამო, შემდეგ კი მოსამართლემ, თუმცა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განაჩენის განხორციელების ნებართვა გასცა.
ცნობისთვის, 52 წლის მონტგომერი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. 2004 წელს მან ორსული ქალი დაახრჩო, მუცლიდან ბავშვი ამოიყვანა და ჩვილი გაიტაცა. მისი მსხვერპლი, 23 წლის ბობი ჯო სტინეტის სისხლისგან დაიცალა. სტინეტის ოჯახი მიიჩნევდა, რომ მონტგომერის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, განაჩენის აღსრულება სამართლიანი იქნებოდა.