ფილიპ რიკერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა.
8-10 სექტემბერს, ჯერ სომხეთში ვიზიტის დროს, ელჩი რიკერი შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ძალისხმევისადმი აშშ-ის მხარდაჭერა განიხილოს.
სომხური მედიის ინფორმაციით, ფილიპ რიკერი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ერევანში იმყოფება და ასევე ეწვევა აზერბაიჯანსა და საქართველოს.
25 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა.
ასევე ნახეთ