ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, დაკრედიტების საბაზო საპროცენტო განაკვეთი, ერთბაშად 75 საბაზისო პუნქტით 1,25%-მდე გაზარდა. Reuters ამ გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს.
სხვა საკვანძო განაკვეთები ასეთ ნიშნულზეა: დეპოზიტებზე 0-დან 0,75%-მდე და 0,75%-დან 1,5%-მდ გაიზარდა.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთის ზრდის მიზეზად ინფლაცია დაასახელა.
როგორც Bloomberg წერს, 2022 წლის აგვისტოში ევროზონაში ინფლაციამ 9,1% შეადგინა, რაც რეგულატორის სამიზნე მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია.
ECB-ის მონაცემებით, 2022 წელს ინფლაცია საშუალოდ 8,1%-ს მიაღწევს, ხოლო ევროკავშირის ეკონომიკა 3,1%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, მარეგულირებელმა ძირითადი განაკვეთების შემდგომი ზრდა არ გამორიცხა.