ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას

ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შევხედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ჩინურ ვაქცინას ჯერჯერობით საკმარისი სანდოობა არ აქვს.

„რაც შეხება ვაქცინებს, ჩვენ ცალსახად ვსაუბრობთ „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ გააჩნია საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას“, – აღნიშნა ტიკარაძემ.