ხარკოვის მიმართულებით ფრონტის ხაზზე, შექმნილ ვითარებაზე, უკრაინულმა მხარემ პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა.
უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ „ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს 20-ზე მეტი დასახლება და რუსეთის ჯარის თავდაცვა 50 კილომეტრზე გაარღვიეს“.
7 სექტემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონიდან კარგი ამბები აქვთ, თუმცა, ჯერჯერობით არ დაასახელებენ იმ დასახლებულ პუნქტებს, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება.