ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს ხარკოვის ოლქსა და ქვეყნის სამხრეთში წინსვლა მიულოცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ამ კვირაში კარგი სიახლეები გვაქვს ხარკოვის ოლქიდან. ვფიქრობ, რომ უკრაინის თითოეული მოქალაქე ამაყია ჩვენი სამხედროების გამო. ახლა არ არის დრო, რომ დავასახელოთ ის დასახლებული პუნქტები, სადაც უკრაინის დროშა დაბრუნდა. მაგრამ დადგა დრო, მადლობა ვუთხრათ 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადას, 92-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადასა და მე-80-ე სადესანტო ბრიგადას, მამაცობისა და გმირობისთვის საბრძოლო ამოცანების შესრულებისას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვთან, ქალაქი ბალაკლეა ალყაში მოაქციეს.