დიდი ბრიტანეთი სამხედრო ტვირთის გადასაზიდად უკრაინას 120 მანქანას გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას,  ლოგისტიკური პრობლემების გადასაჭრელად 120-ზე მეტ მანქანას გადასცემს. ამის შესახებ დღეს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.

სატვირთო პლატფორმები სამხედრო ტექნიკას, მათ შორის ჯავშანტექნიკას დიდ მანძილზე გადაიტანენ.

ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი იმედოვნებს, რომ ეს პლატფორმები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ფრონტის ხაზზე სამხედრო აღჭურვილობის სწრაფად მიღებაში დაეხმარება.

მანამდე ბრიტანეთმა უკრაინას MLRS-ის სისტემები ან Stormer-ის ქვეითი საბრძოლო მანქანები გადასცა. დახმარების პაკეტში შედის სხვა სატრანსპორტო საშუალებებიც.