ენტონი ბლინკენი ირპენში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ირპენსაც ეწვია.

ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლექსი კულებამ განაცხადა.

ბლინკენს ჰქონდა შესაძლებლობა, პირადად ენახა რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგები უკრაინაში. მადლობელი ვარ ამ ვიზიტისთვის, რადგან ვერცერთი ფოტო ვერ გადმოსცემს ომის საშინელებას, რომელიც რუსებმა ჩაიდინეს კიევის რეგიონში“, - წერს კულება.