უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე გაათავისუფლეს ათობით დასახლება რუსული ოკუპაციისგან, როგორც სამხრეთ ხერსონის ოლქში, ასევე ჩრდილოეთ ხარკოვის ოლქში მიმდინარე კონტრშეტევის ფარგლებში.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალებმა პირველი სექტემბრის შემდეგ, 1000კმ²-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლებას ასახავს.
„ყველაფერი თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა არის თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალი უკრაინის ცის ქვეშ! გმადლობთ! ვამაყობ თქვენით! გაუფრთხილდით! გამარჯვებას! დიდება უკრაინას!", დაწერა ზელენსკიმ.