უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკული იარაღი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე დადებითად მოქმედებს.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები განსაკუთრებით პატივს სცემენ HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს.
სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელი სამხედროების სახელით მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ამ იარაღისთვის.
ზელენსკიმ და ბლინკენმა უკრაინისადმი აშშ-ის თავდაცვის მხარდაჭერის გაზრდის პერსპექტივები დეტალურად განიხილეს.