ზელენსკი: ამერიკული იარაღი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკული იარაღი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე დადებითად მოქმედებს.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები განსაკუთრებით პატივს სცემენ HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს.

სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელი სამხედროების სახელით მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ამ იარაღისთვის.

ზელენსკიმ და ბლინკენმა უკრაინისადმი აშშ-ის თავდაცვის მხარდაჭერის გაზრდის პერსპექტივები დეტალურად განიხილეს.